IARE მდგრადი განვითარება
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი #11 "მდგრადი ქალაქები და დასახლებები". ქალაქების და დასახლებების განვითარების ხელშეწყობა, უსაფრთხოების, რეზილიენტურობისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა 2030 წლამდე.
ჩვენი გუნდის გაეროს სერტიფიცირებული ექსპერტები მდგრადი განვითარების პრინციპებს
IARE-ს საქმიანობაში წარმატებით ნერგავენ.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი #11 "მდგრადი ქალაქები და დასახლებები". ქალაქების და დასახლებების განვითარების ხელშეწყობა, უსაფრთხოების, რეზილიენტურობისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა 2030 წლამდე.

ჩვენი გუნდის გაეროს სერტიფიცირებული ექსპერტები მდგრადი განვითარების პრინციპებს IARE-ს საქმიანობაში წარმატებით ნერგავენ.

IARE მდგრადი განვითარება
  • 11.1
    უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი
    2030 წლისთვის ყველასთვის ადეკვატური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და ძირითადი სერვისები, ასევე ღარიბული უბნების გაუმჯობესება.
  • 11.2
    ხელმისაწვდომი და მდგრადი სატრანსპორტო სისტემები
    2030 წლისთვის ყველასთვის ადეკვატური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და ძირითადი სერვისები, ასევე ღარიბული უბნების გაუმჯობესება.
  • 11.3
    ინკლუზიური და მდგრადი ურბანიზაცია
    ინკლუზიური და მდგრადი ურბანიზაცია, ყველა ქვეყანების მონაწილეობით ინტეგრირებული და მდგრადი ადამიანური დასახლებების დაგეგმარება და მართვა.
  • 11.4
    მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა
    მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების ძალისხმევის გაძლიერება.
  • 11.5
    ბუნებრივი კატასტროფების უარყოფითი შედეგების შემცირება
    2030 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირება სტიქიური უბედურებებით, მათ შორის წყალთან დაკავშირებული კატასტროფებით გამოწვეული სიკვდილების და დაზარალებულთა რიცხვისა და არსებითად შემცირება პირდაპირი ეკონომიკური დანაკარგებისა გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის დაცვაზე.
  • 11.6
    ქალაქების გარემოზე ზემოქმედების შემცირება
    2030 წლისთვის ქალაქების ერთ სულ მოსახლეზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება გარემოზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით ჰაერის ხარისხსა და მუნიციპალურ და სხვა ნარჩენების მართვაზე.
  • 11.7
    უსაფრთხო და ინკლუზიურ მწვანე და საზოგადოებრივ სივრცეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
    2030 წლისთვის ყველასთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი, მწვანე და საზოგადოებრივი სივრცეების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
  • 11.8
    ძლიერი ეროვნული და რეგიონული განვითარების დაგეგმვა
    მხარდაჭერა დადებითი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი კავშირებისა ქალაქის, გარეუბნისა და სოფლის ტერიტორიებს შორის ეროვნული და რეგიონული განვითარების დაგეგმვის გაძლიერებით.
  • 11.9
    განხორციელება პოლიტიკისა ინკლუზიურობის, რესურსების ეფექტიანობისა და კატასტროფის რისკის შემცირებისა
    2020 წლისთვის მნიშვნელოვნად გაზრდა იმ ქალაქებისა და ადამიანთა დასახლებების რიცხვისა, რომლებიც იღებენ და ახორციელებენ ინტეგრირებულ პოლიტიკასა და გეგმებს ინკლუზიურობის, რესურსების ეფექტიანობის, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის, კატასტროფებისადმი მდგრადობის მიმართულებით, და სენდაის სამოქმედო ჩარჩოს (კატასტროფების რისკის შემცირებისთვის 2015–2030) შესაბამისად, ყველა დონეზე ჰოლისტიკური კატასტროფების რისკის მართვის შემუშავება და განხორციელება.
  • 11.10
    ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მხარდაჭერა
    ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მხარდაჭერა, მათ შორის, ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, მდგრადი და მტკიცე შენობების მშენებლობაში ადგილობრივი მასალების გამოყენებით.
რა არის გასაკეთებელი
IARE-ში გაწევრიანება ჩვენი წევრებისთვის ღირებულების მიწოდების უმთავრესი მიზანია
  • საზოგადოება
    გაუფრთხილდით საზოგადოებრივ სივრცეებს. დაიწყეთ თქვენით და შთააგონეთ სხვები, წვლილი შეიტანონ უკეთესი საზოგადოებრივი სივრცეების შექმნაში - მორწყეთ გამწვანება, შეკრიჭეთ და დარგეთ ხეები, განაახლეთ სპორტული მოედნები და სათამაშო მოედნები, მოაწყვეთ დასუფთავება.
  • ურბანიზაცია
    ჯურღმულებში უსაფრთხო საცხოვრებლის პროექტის მხარდაჭერა. შეგიძლიათ მოხალისედ მიიღოთ მონაწილეობა ასეთ უბნებში სახლების მშენებლობაში, არსებულის შეკეთებაში, საზოგადოებრივი ან მწვანე სივრცეების მოწყობაში.
  • მხარდაჭერა
    იპოვეთ მიზანი 11-ის საქველმოქმედო მიმართულება, რომლის მხარდაჭერაც გსურთ. ნებისმიერ შემოწირულობას, დიდს თუ პატარას, შეუძლია ცვლილების მოტანა!
  • ლოჯისტიკა
    გადაადგილება: ველოსიპედით, ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ავტომობილით მგზავრობა დაგეგმეთ მაშინ, როდესაც დიდი ჯგუფი გყავთ.
  • ბიზნესი
    ადგილობრივად იყიდეთ, მიირთვით და დალიეთ. სამეზობლო ბიზნესების მხარდაჭერით ადამიანები რჩებიან დასაქმებულები და ფული თქვენს თემში ბრუნდება.
  • ინფორმაცია
    იყავით ინფორმირებული. თვალი ადევნეთ ადგილობრივ ახალ ამბებს და იყავით კონტაქტზე IARE-სთან ონლაინ ან სოციალურ მედიაში iare.org.ge.
ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობა არის უძრავი ქონების საერთაშორისო ასოციაცია IARE-ს წევრების ექსკლუზიური პრივილეგია
© IARE.ORG.GE
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, საიდენტიფიკაციო ნომერი: 405669129